Sunday, April 28, 2013

ვახტანგ გორგასალი


ვახტანგ გოგრაგასალი -  V საუკუნის პირველ ნახევარში ქართლი ერთადერთი ქვეყანა იყო ამიერ კავკასიაში, სადაც ადგილობრივი მეფის ხელისუფლება ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო. V საუკუნეში ქართლის სამეფო ტახტზე ავიდა 7 წლის ვახტანგ გორგასალი. დედა საგდუხტი, ამიერკავკასიის მირზპანის ქალიშვილი იყო. როცა ვახტანგი ტახტზე ავიდა ქართლში ვითარება საფუძვლიანად შეცვლილი იყო. ხარკის უზომოდ გადიდების გამო, დიდაზნაურობა ირანის შაჰს კართან დაახლოებითა და კავშირს ცდილობდა იმისთვის, რომ მეფის მტკიცე ხელიდან თავი დაეღწიათ. დიდაზნაურების ასეთ მცდელობას ირანის შაჰი უჭერდა მხარს და საკუთარი მეფის წინააღმდეგ აქეზებდა. ამის თვალნათელი მაგალითი იყო ქვემო ქართლის მართველი ვარსქენ პიტიახშის მოქმედება. მან ქრისტიანობა უარყო და ცეცხლთაყვანისმცემლობა მიიგო. უფრო კარგად, რომ დაახლოვებოდა ირანის შაჰს ვარსქენმა თავის ცოლს შუშანიკს უბრძანა ქრისტიანობა უარყვეო თუმცა შუშანიკი არ დათანხმდა და არსქენმა ის მოკლა. ვახტანგის დროს ქართლს ესეოდა ალან-ოსები და ჰუნები. ისინი არბევდნენ ქვეყანას , აიღეს ქალაქი კასპი და ტყვედ წაიყვანეს ვახტანგის და მირანდუხტი. მეფემ ვახტანგი ირანის მარზპანისაგან დამხმარე ჯარი სთხოვა ირანიც დაეთანხმა თანაც ირანს აინტერესებდა როგორ ბრძოლობდნენ ქართველი ხალხი და საბრძოლველად წავიდა. მან ამ ბრძოლაში ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა თავისი და ქართლში დააბრუნა. მან საევე დაიბრუნა კლარჯეთი რომელიც ბიზანტიას ჰქონდა დაპყრობილი და ისევ ქართლს შემოუერთა, ასევა მან იქ ააგო ციხე-გოჯი არტანუჯი, რომელიც ერისთავის რეზიდენციად იქცა. V საუკუნის 70-იან წლების დასაწყისში ვახტანგმა საეკლესიო რეფორმას მიხედა. მან გაათავისუფლა უღირსი ეპისკოპოსები და თავად მიქაელის მთავარი ეპისკოპოსისი გადაყენებაც უნდოდა. როცა ეს შეიტყო მიქაელმა მან შეურაწყოფა მიაყენა მეფე ვახტანგს. ამის შემდეგ მთავარი ეპისკოპოსი მისი ახლობელი პეტრე გახდა, ხოლო მიქაელი გადაასახლა. ამის შემდეგ ვახტანგმა ბრძანება გასცა მოეკლათ ვარსქენ პიტიახში ეს მოხდა 482 წელს.



464 წელს სპარსეთის მეფის ჰორმიზდ მესამის გარდაცვალების შემდეგ მისი ადგილი დაიკავა მისმა შვილმა პეროზდმა. სამი წელი სპარსელები ემზადებოდნენ საქართველოზე თავდასხმისთვის.
ამასობაში დედოფალმა ბალენდუხტმა (ჰორმიზდ მესემის ასული) ვახტანგს მარჩვილად ორი შვილი აჩუქა, ძე და ასული, მაგრამ თვითონ მშობიარობას გადაჰყვა. ტახტის მემკვიდრეს დაარქვეს დაჩი.
მეფე ვახტანგი შეუსვენებლივ ემზადებოდა ომისთვის, ამაგრებდა ძველსა და აგებდა ახალ ციხესიმაგრეებს, სჭედდა იარაღს, ჭრთვნიდა ლაშქარს, ამზადებდა ხალხს მტრის დასახვედრად. მან საპყრობილეში ჩააგდო ბინქარან „მაცთური“, ხოლო დანარჩენი მოგვები ან გააძევა საქართველოს საზღვრებიდან, ან სიკვდილით დასაჯა ურჩობისათვის.
467 წელს საქართველოს შემოესია სპარსელთა ურიცხვი ლაშქარი, რომელსაც წინპეროზ შაჰი მოუძღვებოდა. მათ მეგზურად ჰყავდათ ბინქარან „მაცდური“, რომელიც რაღაც მანქანებით მცხეთის
საპყრობილედან გამოიქცა. ვახტანგ გაგზავნა მალემსრბოლი კონსტანტინოპოლში კეისარ ლეონთან, თუმცა იგი ხაზართა წინააღმდეგ იყო წასული. ვახტაგსისედაც ნაკლები იმედი ჰქონდა ბიზანტიელთა დახმარების, ამიტომ მალემსბოლის დაბრუნებამდე ლაშქარი მზად ჰყავდა მტერთან შესახვედრად. გზად სპარსელებს მოუკვდათ მეგზური ბინქარანი, მაგრამ მათ კარგად იცოდნენ საქართველოსკენ მომავალი გზები. სპარსელებმა გაიარეს ქვემო ქართლი, სადაც მაშინ პიტიახშად იდგა არშუშა. მტკვრის მარცხენა მხარე სპარსელებით გაივსო. ისინი კარგად ხედავდნენ ვახტანგის მუზარადს, რომელზეც წინ მგელი, ხოლო უკან ლომი იყო გამოსახული.

No comments:

Post a Comment