Thursday, April 18, 2013

დისნეი


   დ ი ს ნ ე ი ლ ე ნ დ ი  - უოლტ დისნეის მიერ დაარსებული გასართობი პარკი. მდებარეობს ანაჰეიმში (კალიფორნია, აშშ). პარკში წარმოდგენილია მრავალი ატრაქციონი, კინოთეატრი, სასტუმრო თუ მუზეუმი.
დისნეილენდი გაიხსნა 1955 წლის 17 ივლისს. მანამდე უოლტ დისნეისათვის ასეთი ტიპის პარკი წლების განმავლობაში ნამდვილი ოცნება იყო. პარკის მნიშვნელობას კიდევ უფრო მეტად ზრდის მასში დისნეის ანიმაციური ფილმების გმირებად გადაცმული მსახიობების მონაწილეობა. ამასთან, მსგავსი პარკები გახსნილია ტოკიოში, ჰონგ კონგსა და პარიზში, თუმცა ერთად-ერთი პარკი, რომელზეც უშუალოდ უოლტ დისნეი მუშაობდა, არის ამერიკული დისნეილენდი.

უოლტ დისნეის კომპანია — ერთ-ერთი მსხვილი კომპანია ამერიკულ გასართობ ინდუსტრიაში. იგი დაარსდა 1923 წლის 16 ოქტომბერს, ძმების, უოლტ და როი დისნეების მიერ. ამჟამად იგი წარმოადგენს ერთ-ერთ მსხვილ ჰოლივუდურ სტუდიას, 11 თემატური პარკისა და ორი აკვაპარკის, ასევე ტელე-რადიო მაუწყებლობის რამდენიმე ქსელის მფლობელს, რომელთა შორის ასევე არის კომპანია ეი ბი სი.
თავად კომპანიის სათავო ოფისი მდებარეობს უოლტ დისნეის სტუდიაში (ბერლინი, კალიფორნია, აშშ).

No comments:

Post a Comment